ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსიდან ლიბიამდე


ბელარუსიდან ლიბიამდე
ბელარუსიდან ლიბიამდე

სტოკჰოლმში დაფუძნებული საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, დაახლოებით ორი კვირის წინ ილ27 მარკის სატვირთო სამხედრო თვითმფრინავი ბელარუსიდან ლიბიის მიმართულებით გაფრინდა. თვითმფრინავი ბელარუსის ბარანოვიჩის სამხედრო ბაზიდან აფრინდა და საჰარის სიღრმეში სებას ბაზაზე დაეშვა, რომელსაც მუამარ კადაფის რეჟიმი აკონტროლებს.

იარაღის კონტროლის ბრიტანელი ექსპერტის ჰიუ გრიფიტის განცხადებით: „ის იარაღი, რომელიც ბელარუსს აქვს, ძირირადად ისეთ საბრძოლო მასალას წარმოადგენს, რომლებსაც ღარიბი ქვეყნები იყენებენ ომში. ეს ამუნიცია იაფფასიანი, მასობრივად წარმოებული და მოძველებულია, რადგან ბელარუსს ის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ერგო წილად.“

ორშაბათს გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მინსკი სპილოს ძვლის ნაპირზე დაწესებული სამხედრო ემბარგოს დარღვევაში დაადანაშაულა. ბელარუსს ქვეყნის პრეზიდენტის ლორენ გბაგბოს მხარდაჭერაში ედება ბრალი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, ხოლო თანამდებობიდან წასვლაზე კი უარი განაცხადა.

ბელარუსის მთავრობა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ლიბიასა და ბელარუსს შორის საჰაერო მიმოსვლა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არ განხორციელებულა.

XS
SM
MD
LG