ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მინსკის ტერაქტის ორგანიზატორს ეძებენ


მინსკის ტერაქტის ორგანიზატორს ეძებენ
მინსკის ტერაქტის ორგანიზატორს ეძებენ

მინსკში გუშინ მომხდარი აფეთქების შემდეგ ბელარუსელმა სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. გუშინ მინსკის მეტროში აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 200-მდე დაიჭრა. მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, ეს ტერორისტული აქტი იყო, რადგანაც ბომბი მეტალის პატარა ნაწილებისგან იყო დამზადებული და გამიზნული იყო რაც შეიძლება მეტი ადამიანის დასაშავებლად. პროკურატურის განცხადებით, უკვე დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. ბელარუსის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, დადგენილია ტერაქტის შესაძლო ორგანიზატორიც და ამჟამად მისი ძებნა მიმდინარეობს. აფეთქების ადგილი გუშინვე მოინახულა პრეზიდენტმა ლუკაშენკომ, რის შემდეგაც მთავრობის საგანგებო სხდომა გამართა. მისი თქმით, უცხო ძალებს ბელარუსში დესტაბილიზაცია სურთ. მან პირობა დადო, რომ დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან.

XS
SM
MD
LG