ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევის თქმით, რუსულმა რაკეტებმა რუმინეთის და მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია


პარასკევს, 10 თებერვალს, ორმა რუსულმა რაკეტამ უკრაინის ტერიტორიაზე მოხვედრამდე, რუმინეთისა და მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია, განაცხადა უკრაინის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ვალერი ზალუჟნიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ზალუჟნიმ თქვა, რომ შავი ზღვიდან გაშვებული 2 რაკეტა მოლდოვის საჰაერო სივრცეში შევიდა, შემდეგ კი რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა, სანამ ის უკრაინაში მოხვდებოდა.

რუსეთს ამის შესახებ მაშინვე კომენტარი არ გაუკეთებია.

მედიასაშუალება "უკრაინსკა პრავდა" ციტირებს უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენლის განცხადებას, რომ უკრაინას ჰქონდა რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობა, მაგრამ ეს არ გააკეთა, რადგან არ სურდა საფრთხე შეექმნა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე.

პარასკევს კიშინიოვმაც გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთის რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამასთან დაკავშირებით, მოლდოვამ რუსეთის ელჩი განმარტებების გასაკეთებლად დაიბარა.

XS
SM
MD
LG