ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსში კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დაკავებები გრძელდება


ადამიანის უფლებათა აქტივისტები ბელარუსში აცხადებენ, რომ ძალოვანმა სტრუქტურებმა დამატებით ათობით ადამიანი დააკავეს, მთავრობისთვის შეურაცხყოფის მიყენებს და სოციალურ მედიაზე „სიძულვილის გავრცელების“ საფუძვლით. ბოლო დაკავებები უკავშირდება კვირის დასაწყისში მომხდარ ინციდენტს საინფორმაციო ტექნოლოგიებზე მომუშავე კომპანიის თანამშრომელსა და ბელარუსის სუკის ოფიცრებს შორის.

მინსკში დაფუძნებული ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „ვიასნა“ აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ქვეყანაში გასულ წლის აგვისტოს არჩევნების შემდეგ, კრიტიკული ხმების წინააღმდეგ მოსახლეობაზე ზეწოლა იზრდება. ორგანიზაციის თქმით, ეს დაკავებებიც ამ ზეწოლის ნაწილია.

ბელარუსი უფლებადამცველების აზრით, დაკავებები სავარაუდოდ უკავშირდება „კომენტარებს სოციალურ მედიაში [ანდრეი ზელცარის] და სუკის ოფიცრის გარდაცვალების თაობაზე".

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებებზე კომენტარი არ გაუკეთებია. 28 სექტემბერს ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა (სუკ) განაცხადა, რომ მინსკში სახლის რეიდისას 31 წლის მამაკაცი იქნა მოკლული, ხოლო მისი ცოლი დააკავეს. მათ დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებიათ. სუკ-მა განაცხადა, რომ მამაკაცი „ტერორისტი“ იყო. ამ ტერმინს ბელარუსი ძალოვანები ხშირად იყენებენ, ოპოზიციისა და აქტივისტების წინააღდეგ.

სუკის თქმით, მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა მათ ოფიცრებს და ერთი ოფიცერი გარდაიცვალა. თუმცა, ამ განცხადების დამოუკიდებელ გადამოწმება ვერ ხერხდება. 30 სექტემბერს ამერიკაში დაფუძნებულმა კომპანიამ „ი-პი-ეი-ემ სისტემს“ დაადასტურა, რომ მოკლული მისი თანამშრომელი იყო. თუმცა კომპანიამ განაცხადა, რომ არ აქვს ინფორმაცია, რომ გარდაცვლილს ამერიკის მოქალაქეობა ან მუდმივი ბინადრობის სტატუსი ჰქონოდა.

ამერიკის ელჩმა ბელარუსში, ჯული ფიშენმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მიღებას, ფიგურირებს თუ არა ინციდენტში ამერიკის მოქალაქე.

გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო ტალღის დროს, ბელარუსში 10,000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები საუბრობდნენ დაკავებულთა წამების და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე. დემონსტრანტები ქვეყნის ლიდერის ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას და თავისუფალ არჩევნებს მოითხოვენ. ლუკაშენკო. ქვეყანას 1994 წლიდან მართავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG