ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიციონრები ციხეში, მათი შვილი კი ბავშვთა სახლში


ოპოზიციონრები ციხეში, მათი შვილი კი ბავშვთა სახლში
ოპოზიციონრები ციხეში, მათი შვილი კი ბავშვთა სახლში

ბელარუსში ჟურნალისტი ირინა ხალიპი გასულ წელს ანტი-სამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობის მიღებისთვის გაასამართლეს.

ხალიპს სასამართლომ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ორი დღის წინ კი იგივე ბრალდებით მისი მეუღლე და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ანდრეი სანიკოვი გაასამართლეს. სანიკოვს სასამართლომ 5 წლიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანა.

სასამართლოს მიერ ასეთი მკაცრი სასჯელის გამოტანა გააკრიტიკეს როგორც დასავლეთში, ასევე რუსეთშიც.

ბელარუსის ხელისუფლება სანიკოვისა და ხალიპის შვილის ბავშვთა სახლში გადაყვანას გეგმავს.

XS
SM
MD
LG