ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პეკინი და მოსკოვი G7 სამიტს აკრიტიკებს


ჩინურმა სახელმწიფო გამოცემამ, „გლობალ თაიმსმა“, იაპონიაში გამართულ დიდი შვიდეულის (G7) სამიტს, „ანტიჩინური სემინარი“ უწოდა. ოფიციალურმა პეკინმა, სამიტის შემდეგ, იაპონიის წარმომადგენელი გამოიძახა, ბრიტანეთი კი გააკრიტიკა.

შაბათს გამოქვეყნებულ დიდი შვიდეულის დეკლარაცაიაში, გამოყოფილი იყო ჩინეთთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის, - ტაივანი, ბირთვული შეიარაღება, ეკონომიკური იძულება და ადამიანის უფლებების დარღვევა. მიმომხილველები ფიქრობენ, რომ ეს ხაზს უსვამს პეკინსა და მდიდარი ქვეყნების ჯგუფის დაპირისპირებას, რომელიც ასევე მოიცავ აშშ-ს.

„აშშ ბევრს მუშაობს, დასავლურ სამყაროში ანტი ჩინური ქსელის ჩამოსაყალიბებლად. ეს არ არის მხოლოდ ჩნეთის საშინაო საკითხებში უხეში ჩარევისა და ჩინეთის ცილისწამების საკითხი. არამედ, ეს ასევე არის ბანაკებს შორის დაპირისპირების დაუფარავი სურვილი“ - წერია ჩინური სახელმწიფო გამოცემის საერდაქციო წერილში.

დიდი შვიდეულის ჯგუფს ასევე აკრიტიკებს პეკინის უახლოესი მოკავშირე მოსკოვი. რუსეთი, რომელიც ასევე იყო გაკრიტიკებული G7-ის დეკლარაციაში, აცხადებს, რომ სამიტი ანტირუსული და ანტიჩინური ისტერიის „ინკუბატორი“ იყო.

სამიტის დეკლარაციაში, ჩინეთი ამჯერად ოცჯერ იყო ნახსენები. გასულ წელს - 14 -ჯერ.

XS
SM
MD
LG