ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა 25 ოქტომბერს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაადასტურა, რომ ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა.
ბოლო რამდენიმე კვირაა ევროკავშირის ქვეყნებში კოვიდინფიცირებულთა შემთხვევები საგრძნობლად მატულობს.
ბორისოვმა აღნიშნა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობს და ექიმების რჩევით სახლში იმკურნალებს.
7 მილიონი მოსახლით, ბულგარეთში 37, 562 ადამიანია კოვიდინფიცირებული. გარდაიცვალა 1,084 ადამიანი. ბულგარეთში ნიღბების ტარება ყველგან, მათ შორის, ღია სივრცეებში, სავალდებულოა.
Facebook Forum