ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის ათასობით ჟურნალისტი გაფიცულია და 48 საათის განმავლობაში საპენსიო გეგმის შეკვეცას აპროტესტებს.
გაფიცვამ ბიბისის სატელევიზიო და რადიო პროგრამების გადაცემა შეაფერხა, და სანაცვლოდ სადგურის მენეჯმენტი იძულებული იყო ბევრი პროგრამა ხელმეორედ გაეშვა ეთერში.
გაფიცულები ლონდონში, ისევე როგორც ბიბისის სხვა ოფისების წინ პიკეტებს აწყობენ.
.