ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალური პროკურორი აქციის მონაწილეთა მიმართ მკაცრ ფედერალურ ზომებს ამართლებს


უილიამ ბარი, აშშ-ის გენერალური პროკურორი
უილიამ ბარი, აშშ-ის გენერალური პროკურორი

შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა მტკიცედ დაიცვა თეთრი სახლის გადაწყვეტილება პორტლენდში და ამერიკის რამდენიმე სხვა ქალაქში ფედერალური ძალების გაგზავნასთან დაკავშირებით. მათ ძალადობრივი საპროტესტო აქციების ჩახშობა და წესრიგის აღდგენა ევალებოდათ.

დემოკრატების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში, კონგრესმენებს გენერალურ პროკურორთან ბევრი კითხვა ჰქონდათ. ისინი თვლიან, რომ ფედერალური ძალები მშვიდობიანი დემონსტრაციების გამართვის შესახებ, ადამიანის სამოქალაქო უფლებებს არღვევენ.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა უილიამ ბარი წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის წინაშე წარდგა. დემოკრატებს მასთან რამდენიმე პრეტენზია აქვთ, მათ შორის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმ გადაწყვეტილებების დაცვაა, რომელიც ნოემბერში მისი ხელახალი არჩევის შანსებს ზრდის.

უილიამ ბარის დაძაბულობით სავსე დაკითხვა კონგრესში 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრები პროტესტს გამოხატავდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურორს პასუხს ხშირად აწყვეტინებდნენ.

უილიამ ბარის თქმით, მაისში ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი "საშინელი" ამბავი იყო. დაკავებულ შავკანიან მამაკაცზე თეთრკანიანი პოლიციელის ძალადობის ფაქტმა ამერიკაში და მთელ მსოფლიოში რასიზმის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. თუმცა, გენერალური პროკურორის თქმით, ახლა მიმდინარე დემონსტრაციებს პორტლენდში და სხვა ქალაქებში, აღარაფერი აქვს საერთო ფლოიდის სიკვდილთან.

"ნგრევის ამ სცენების ადგილზე, დემონსტრანტების მხრიდან ძირითადად აღარ ისმის ჯორჯ ფლოიდის სიკვდილთან, ან რეფორმების კანონიერ მოთხოვნებთან თუნდაც ზედაპირულად ასოცირებული მოწოდებები" - განაცხადა უილიამ ბარმა.

წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი კონგრესმენი ჯეროლდ ნადლერი კი აცხადებს, რომ ადგილობრივი მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად, შტატებში ფედერალური ძალების გაგზავნით, უილიამ ბარს ქვეყანაში "შიშის დათესვა" სურს. "სირცხვილი თქვენ, ბატონო ბარ" - უთხრა ნადლერმა ქვეყნის გენერალურ პროკურორს.

უილიამ ბარმა ამაზე პასუხად განაცხადა, რომ პორტლენდში აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ სასამართლოს შენობას. "ჩვენ სასამართლოში ვართ და სასამართლოს ვიცავთ" იმ დემონსტრანტებისგან, ვისაც მისთვის ცეცხლის მოკიდება სურს. "ჩვენ პრობლემის შექმნა არ გვსურს", მაგრამ შტატის მთავრობა რომ ადგილზე შენობის დასაცავად მოსულიყო, ჩვენი იქ ყოფნის საჭიროება არ იქნებოდა - ამბობს გენერალური პროკურორი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG