ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარსელონაში დემონსტრანტებმა ესპანეთის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირეს მხარი


პოლიციის მონაცემებით, ესპანეთის შემადგენლობაში დარჩენის მომხრე ათასობით კატალონიელებმა კვირას ბარსელონაში გამართულ დემონსტრაციაში მიიღო მონაწილეობა.

ამით დემონსტრანტებმა მხარდაჭერა გამოხატეს ესპანეთის მთავრობის მიერ კატალონიის მინისტრთა კაბინეტის დათხოვნასთან და სეპარატიზმის ჩახშობასთან დაკავშირებით.

ამ ფონზე, განდევნილმა კატალონიელმა ლიდერმა კარლეს პუიგდემონტმა მშვიდობიანი "დემოკრატიული ოპოზიციისკენ" მოუწოდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ რეგიონის ავტონომიური სტატუსის გაუქმების საპროტესტოდ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG