ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარბარა ბუში 92 წლის ასაკში ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა


ამერიკის ყოფილი პირველი ლედი ბარბარა ბუში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ოჯახის წევრების გარემოცვაში, მშვიდ გარემოში სამშაბათ საღამოს გარდაიცვალა.

“ჩემი ძვირფასი დედა 92 წლის ასაკში გარდაიცვალა,” თქვა ყოფილმა პრეზიდენტმ ჯორჯ ბუშ უმცროსმა გამოქვეყნებულ განცხადებაში. “ბარბარა ბუში არაჩვეულებრივი პირველი ლედი და უნიკალური ქალი იყო, რომელმაც სიხარული, სიყვარული და წიგნიერება მილიონობით ადამიანს მოუტანა. ჩვენთვის ის უფრო მეტი იყო. დედა ყოველთვის ზრუნავდა იმაზე, რომ არაფერი შეგვშლოდა და ბოლომდე გვამხიარულებდა. მე იღბლიანი კაცი ვარ იმის გამო, რომ ბარბარა ბუში დედაჩემი იყო. ჩვენს ოჯახს ის ძალიან მოენატრება და დიდ მადლობას გიხდით თქვენი ლოცვისა და კეთილი სურვილებისთვის,” თქვა ჯორჯ ბუშმა.

ბუშების ოჯახს ბარბარას ჯანმრთლობის შესახებ დეტალები არ გაუვრცელებია გარდა იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მას გულის ქრონიკული დაავადება ჰქონდა. უკანასკნელ პერიოდში კი, მას შემდეგ რაც მისი მდგომარეობა გაუარესდა, ყოფილმა პირველმა ლედიმ მკურნალობის გაგრძელებაზე უარი თქვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG