ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ბოლო პრესკონფერენცია პრეზიდენტის რანგში


Women buy artificial jewelry and decorative items at a market ahead of Diwali, the Hindu festival of lights, in Ahmedabad, India.
Women buy artificial jewelry and decorative items at a market ahead of Diwali, the Hindu festival of lights, in Ahmedabad, India.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, თეთრ სახლში, უკანასკნელად უპასუხა ჟურნალსიტების შეკითხვებს პრეზიდენტის რანგში. მისი საპრეზიდენტო ვადა ორ დღეში იწურება. პრეზიდენტმა პასუხი გასცა შეკითხვებს მის მიერ უკანასკნელი დღეების მანძილზე მიღებული გადაწვეტილებების შესახებ. მათ შორის, ამერიკის ყოფილი რიგითის, საიდუმლო ინფორმაციის გამცემის, ჩელსი მენინგის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე. ჩელსი მენინგს, რომელსაც Wikileak-თან კავშირში, საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვისთვის 35 წლით პატიმრობა ქონდა მისჯილი, პრეზიდენტმა სასჯელი 7 წლამდე შეუმცირა.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ობამამ აღნიშნა, რომ ჩელსი მენინგის სასჯელი არაპროპორციული იყო სხვა შემთხვევებთან შედარებით.

„ჩელსი მენინგმა მძიმე სასჯელი მოიხადა და ეს წარმოადგენს ნიშანს ყველასთვის ვინც შეიძლება ფიქრობდეს საიდუმლო ინფორმაციის გაცემას, რომ მათი ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება... მან აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ დანაშაულზე. თუმცა მისი სასჯელი არაპროპორციული იყო სხვა მსგავს შემთხვევებთან შედარებით“ , - აღნიშნა ობამამ.

პრეზიდენტმა პრესკონფერენცია ჟურნალისტებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო. მისი თქმით, პრესა არის მნიშნელოვანი იარაღი ხელისუფლების გასაკონტროლებლად და ხელისუფლების კრიტიკულად გასაანალიზებლად.

„თქვენი მოვალეობა [პოლიტიკოსთა ქმედებების] კრიტიკული თვალით დანახვაა და მოსახლეობასთან ჩვენი ანგარიშვალდებულების კონტროლი“, - აღნიშნა მან. „ორი აზრი არ არსებობს, რომ [ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის] თავისუფალი პრესა არსებითად მნიშნელოვანია.“

პრეზიდენტმა, რუსეთთან ურთიერთობებზე და კრემლის წინააღდეგ სანქციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამერიკამ რუსეთს სანქციები უცხო ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციის გამო დაუწესა.

„მას შემდეგ რაც პრეზიდენტი პუტინი ხელისუფლებაში დაბრუნდა, მან ანტი-ამერიკული რიტორიკა გაზარდა და რუსეთის მიდგომა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართ გამოიხატებოდა წარმოდგენაში, რომ რასაც ამერიკა არ უნდა აკეთებდეს, ეს რუსეთისთვის ცუდია და უნდა ვუპასუხოთ. ვფიქრობ, ეს აბრუნებს ცივი ომისდროინდელ მტრულ სულისკვეთებას და ართულებს ურთიერთობას [ორ ქვეყანას შორის]“, - აღნიშნა მან.

ობამას თქმით, რუსეთი განაგრძობს ყირიმის ოკუპაციას და აღმოსავლეთ უკრაინაში პრო-რუსი სეპარატისტების მხარდაჭერას.

„რუსეთი განაგრძობს უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას და უკრაინის საქმეებში ჩარევას, და მხარს უჭერს სამხედრო სუროგატებს, რომლებიც არღვევენ საერთაშორისო კანონებს და ნორმებს. ჩვენ ვეუბნებოდით რუსებს, რომ თუ ამის კეთებას შეწყვეტდნენ, სანქციებს გავაუქმებდით. ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ ამერიკულ ინტერსებს, არამედ საერთაშორისო ნორმების დაცვასაც ეხმარება“, - განაცხადა ობამამ.

ობამამ ისაუბრა მის მიერ ცოტა ხნის წინ, კუბის მიმართ განსაკუთრებული საიმიგრაციო პოლიტიკის შეცვლის შესახებ. ობამამ 12 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამერიკა წყვეტს პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც კუბელები, რომლებიც ამერიკაში ჩააღწევენ, არ საჭიროებენ ვიზას. ეს პოლიტიკა, რომელსაც „სველი ფეხი, მშრალი ფეხი“ შეარქვეს, პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა, 1995 წელს შემოიღო. კუბელები, რომლებსაც ამერიკის საიმიგრაციო სამსახურები უკან აბრუნებდნენ, ქვეყანაში დევნის და რეპრესიის სუბიექტები ხდებოდნენ. ობამამ აღნიშნა, რომ ეს გადაწვეტილება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობის პოლიტიკის ნაწილია.

„ჩვენ გვქონდა რთული მოლაპარაკებები კუბის მთავრობასთან, და მივედით პოლიტიკამდე, რომელიც ორივე მხარის აზრით სამართლიანია და შეესაბამება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს“ , - აღნიშნა მან.

ჟურნალისტის კითხვას, თუ რა გეგმები აქვს ამერიკის პრეზიდენტს თანამდებობის დატოვების შემდეგ, ობამამ უპასუხა, რომ ის აპირებს ცოტა ხანი „ჩუმად ყოფნას“ და ოჯახთან მეტი დროის გატარებას.

„ხაზი უნდა გავუსვა, არ ვაპირებ კიდევ ერთხელ კენჭისყრას... მე ვაპირებ ცოტა ვწერო. ცოტა ხანს ჩუმად ვიქნები და არ მოვუსმენ ჩემს ბევრ ლაპარაკს. მე მინდა, ჩემს შვილებთან დროის გატარება“, - განაცხადა მან.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩაანაცვლებს, რომლის ინაუგურაციაც 20 იანვარს გაიმართება.

XS
SM
MD
LG