ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცვლილებები „სითი-გრუფში"


„სითი-გრუფმა" პრეზიდენტად მაიკლ კორბატი დაასახელა

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური ინსტიტუტის - ბანკ „სითი-გრუფის" აღმასრულებელი პრეზიდენტი მოულოდნელად თანამდებობიდან გადადგა.

ვიკრამ პანდიტის გადადგომას წინ უსწრებდა „სითი-გრუფის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ბოლო სამი თვის განმავლობაში ბანკის მიერ წარმატებულ საქმიანობას ეხებოდა.

„სითი-გრუფმა" პრეზიდენტად მაიკლ კორბატი დაასახელა, რომელიც ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის სახელმწიფოებთან საბანკო ოპერციებს ხელმძღვანელობდა.

ბოლო წელს „სითი-გრუფის" აქციები გაიზარდა, თუმცა, ბანკის მოწილეები უიმედოდ იყვნენ, რადგან აქციების ფასი პანდიტის მართველობის მანძილზე მაინც 89 პროცენტის ქვემოთ ნიშნულზეა.
XS
SM
MD
LG