ოთხშაბათს, ვაშინგტონში შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები ეკონომისტებს შეხვდნენ. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ცენტრალური ბანკი ამერიკის ეკონომიკის გაძლიერების მცდელობას გააგრძელებს.
უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ცენტრალურმა ბანკმა ამერიკის ეკონომიკის გასაძლიერებლად სახელმწიფო ბონდები და უძრავი ქონებით გამყარებული ფასიანი ქაღალდები შეიძინა. თუმცა, შეერთებული შტატების ეკონომიკის მდგომარეობა მხოლოდ მცირეოდენით გამოსწორდა.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ცენტრალური ბანკი მთავრობის 45 მილიარდი დოლარის ღირებულების ფასიან ქაღალდებს შეიძენს რაც საპროცენტო განაკვეთის დაბალი პროცენტის დაწესებას შესაძლებელს გახდის. შედეგად, ბიზნესები ახალ ინვესტიციებს განახოციელებენ და მეტ ადამიანს დაასაქმებენ.
ბანკი მთავრობას ყოველთვიურად 45 მილიარდ დოლარს გადაუხდის და ინტერესის დაბალ ტარიფს შეინარჩუნებს