ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბანგლადეშში ქარხნები დახურეს


მუშები ინდუსტრიაში დაუცველ და საფრთხით აღსავსე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ

ბანგლადეშის მთავრობამ 18 ქარხანა დახურა მას შემდეგ, რაც გასულ თვეს შენობის დანგრევის შედეგად 800 ადამიანი დაიღუპა.

ქარხნების დახურვა მოჰყვა 24 აპრილის შემდგომ გამართულ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს, რომლის დროსაც მუშები ინდუსტრიაში დაუცველ და საფრთხით აღსავსე სამუშაო პირობებს აპროტესტებდნენ.

ოთხშაბათს პოლიციამ განაცხადა, რომ რვასართულიანი შენობის დანგრევის ადგილას 803 ცხედარი იქნა აღმოჩენილი და შესაძლოა მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.
XS
SM
MD
LG