ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსხვერპლის რაოდენობა 800-ს აღწევს


ბანგლადეშის სამკერვალო ფაბრიკაში მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტში დაღუპულთა რაოდენობა ისევ გაიზარდა

დღეს ბანგლადეშის ოფიციალურმა წყაროებმა სამკერვალო ფაბრიკის ჩამონგრევის გამო დაღუპულთა რაოდენობის ახალი მონაცემები გამოაქვეყნეს. მსხვერპლის რაოდენობა თითქმის 800-ს აღწევს.

ნანგრევებში 782 გვამი იპოვეს. როგორც ცნობილია, 24 აპრილს მომხდარი ნგრევის მომენტში შენობაში 3 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ გვამების ამოცნობა გართულებულია და ხშირად ისინი ნაპოვნი პირადობის მოწმობების, თუ მობილური ტელეფონების მონაცემებს ეყრდნობიან.

მომხდართან დაკავშირებით 9 ადამიანი დააპატიმრეს, მათ შორის შენობის მფლობელები და მშენებელ-ინჟინრებიც არიან. ბანგლადეშის 20-მილიარდიანი სატექსტილო წარმოება ქვეყნის ექსპორტის თითქმის 80 პროცენტს შეადგენს.
XS
SM
MD
LG