ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბანგლადეშში დემონსტრაცია დაარბიეს


დემონსტრაციის მონაწილეები მთავრობას ანტი-მკრეხელური კანონების მიღებას სთხოვდნენ

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა, რის გამოც 15 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა.

პოლიციის განცხადებით, დემონსტრაციის მონაწილეები მთავრობას ანტი-მკრეხელური კანონების მიღებას სთხოვდნენ. მათ პოლიციას ქვები დაუშინეს, რაზეც პოლიციამ რეაგირება გააკეთა და შეკრებილ ხალხს რეზინის ვაზნები ესროლა.

ადგილობრივი მედიის განცხადებით, სულ მცირე 15 თვითნაკეთი ბობმი იქნა აფეთქებული ავამის ლიგის სათაო ოფისის წინ.

პოლიციის განცხადებით, დემონსტრანტები ორშაბათს გამთენიისას დაიშალნენ.
XS
SM
MD
LG