ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

17 დღის შემდეგ ნანგრვებში აღმოჩენილი ქალი


შენობის ჩამონგრევის მიზეზების კვლევა გრძელდება

ბანგლადეშელმა მაშველებმა სამკერვალო ფაბრიკის ნანგრევებში მოყოლილი ქალი გადაარჩინეს. ფაბრიკა ორი კვირის წინ ჩამოინგრა, რის შედეგადაც მსხვერპლის რაოდენობამ 1000 ადამიანს მიაღწია.

ბანგლადეშის მთავრობამ საწარმოო შენობების ინსპექცია გაამკაცრა. ბანგლადეშის ხელისუფლების განცხადებით უსაფრთხოების ზომების გამო 18 სამკერვალო ფაბრიკა დაიხურება. ოფიციალური ვერსიით, შენობის ჩამონგრევა ზედა სართულებზე დამონტაჟებულმა ოთხმა დიდი ზომის გენერატორმა გამოიწვია, რადგან შენობა ამ სიმძიმეზე არ იყო გათვლილი.
XS
SM
MD
LG