ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები პრეზიდენტ ტრამპს შეხვდებიან


ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის ლიდერები დღეს უსაფრთხოების გაძლიერებას, ბიზნესის, ვაჭრობის, ენერგიის და კულტურული პარნიორობის საკითხებს განიხილავენ. ისინი პრეზიდენტ ტრამპს თეთრ სახლში დღეს ხვდებიან.

თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპი და ესტონეთის, ლატვიის და ლიტვის ლიდერები ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ ნატოს თავდაცვის ხარჯების ვალდებულების წარმატებით შესრულებაზე ისაუბრებენ.

ტრამპმა რამოდენიმეჯერ გააკრიტიკა ნატოს წევრი ქვეყნები, რომლებიც მისი თქმით, არ ასრულებენ პირობას, რომლის მიხედვითაც, წევრი ქვეყნების თავდაცვითი ხარჯები ბიუჯეტის 2%-ს უნდა უტოლდებოდეს. რამდენიმე თვის წინ ნატოში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ტრამპმა ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლი, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას ეხება, არ ახსენა. თუმცა, მოგვიანებით ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ამერიკის მხრიდან ერთიანი თავდაცვის მხარდაჭერა გაახმოვანა.

რუსეთის მიერ ყირიმის აგრესიის შემდეგ ესტონეთს, ლატვიას და ლიტვას რუსეთის რეგიონული სამხედრო ექსპანსია კიდევ უფრო აშფოთებთ. სამი ქვეყანა მხადაა გაზარდოს თავდაცვის ხარჯები, თუმცა მათ წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, ისინი ნატოს მოკავშირეებს ეყრდნობიან.

ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონს ვეიონისმა ლავტიის მედიას გასულ კვირას განუცხადა, რომ ის ელოდება ვაშინგტონისგან რეგიონული უსაფრთხოების დაცვისადმი მტკიცე მხარდაჭერის მოსმენას. „ჩვენ დეკლარაციის მიღებას ვაპირებთ, რომელიც ამერიკის მტკიცე პოლიტიკურ მხარდაჭერას გააჟღერებს ბალტიისპირეთის უსაფრთხოების გაძლიერების და ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობის მხარდაჭერის შესახებ”, განაცხადა მან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG