ბოსნია-ჰერცოგოვინაში, ხორვატიასა და სერბეთში მომხდარი წყალდიდობის შედეგად სულ ცოტა 37 ადამიანი დაიღუპა და ათობით ათასი უსახლკაროდ დარჩა. რეგიონის დიდი ნაწილი კვლავ დატბორილია და მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
სტიქიისგან თავის დასაცავად ადამიანები თავს ნავებს და სამხედრო სატვირთო მანქანებს აფარებენ.
წყალდიდობამ რეგიონში ორი ათასზე მეტი მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია. მიწის მასების გადაადგილების შედეგად გამოჩნდა ორი ნაღმი, როლებიც 1990-ან წლებში ბალკანეთის ომის დროს იქნა დატოვებული.
სამაშველო ოპერაციებში რუსული სატვირთო თვითმფრინავები და ევროპული ვერტმფრენები მონაწილეობენ. რეგიონის დიდ ნაწილს ელექტროენერგია და სუფთა წყალი არ მიეწოდება.