ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაჰრეინში მთავრობა დემონსტრანტებს უპირისპირდება


ბაჰრეინში მთავრობა დემონსტრანტებს უპირისპირდება

ბაჰრეინის უშიშროების ძალებმა დედაქალაქ მანამაში ცეცხლი გაუხსნეს ოპოზიციონერ აქტივისტებს, რომელბიც ერთერთი დაღუპული დემონსტრანტის დაკრძალვის ცერემონიას ესწრებოდნენ. ოპოზიციონერთა წინააღმდეგ სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებულ ზომას კიდევ ერთი აქტივისტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გუშინ, ერთერთი დემონსტრანტი უშშროების ძალების რეიდის შედეგად გარდაიცვალა შიიტებით დასახლებულ სოფლებში. ოპერაცია მიზნად ისახავდა ასობით ანტი სამთავრობო დემონსტრანტის მიერ მოწყობილი დემონსტრაციების დაშლას. შეტაკებების შედეგად ბაჰრეინში უკვე ოცი ადამიანია დაღუპული.

აღსანიშნავია, რომ ბაჰრეინის ოპოზიციურმა ჯგუფებმა სოციალური მედიის გამოყენებით მოახერხეს დემონსტრანტთა მობილიზება. მოსახლეობა იქ დემოკრატიული რეფორმების არარსებობას ხედავს ბაჰრეინის სუნიტი უმცირესობის მხრიდან. შეგახსენებთ, რომ სუნიტი პოლიტიკოსები ბაჰრეინის ხელისუფლების მმართველ ძალას შეადგენენ.

XS
SM
MD
LG