საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაჭრილი ქართველი სამხედროების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ორი დაჭრილი მეომრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
უფროსი ლეიტენანტის ივერი ბუაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმედ რჩება და დღეს მას მორიგ ოპერაციას ჩაუტარებენ.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გუშინ დაშავდა. ინციდენტი თვითმკვლელის მიერ განხორციელებულ თავდასხმას მოჰყვა.
პოპულარული
1
Facebook Forum