ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილმმა "უკან წარსულში" ტექნოლოგია სწორად გათვალა


კადრი 1989 წელს გამოსული ფილმიდან "უკან წარსულში"

ჩვენი უმრავლესობა სამსახურში მფრინავი მანქანებით არ დადის და ისეთი ფეხსაცმელიც არ გვაქვს, რომელიც თასმებს თავისით კრავს. ეს საგნები პოპულარულ ფილმ „უკან წარსულში“ ხშირად ფიგურირებს.

რატომ მაინცდამაინც დღეს?

იმიტომ, რომ ფილმის მთავარი გმირები მარტი მაკფი, ემეტ „დოკი“ ბრაუნი და ჯენიფერ პარკერი ტრილოგიის მეორე ნაწილში სწორედ 21 ოქტომბერს გაფრინდებიან უკან, წარსულში.

ფილმის ფანები 21 ოქტომბერს სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ. ვირჯინიის ქალაქმა რესტონმა დღეს ერთი დღით სახელიც კი შეიცვალა. ვაშინგტონის ამ გარეუბანს ერთი დღით ჰილ-ველი დაერქვა, ქალაქის სახელი სადაც ფილმის მოქმედება ხდება.

ნიუ-იორკის ლინკოლნის ცენტრში ფილმის გადამღები ჯგუფი იკრიბება. ცენტრში ფილმის ჩვენება გაიმართება. ლინკოლნის ცენტრთან ერთად, ამერიკის 1700-ზე მეტ კინოთეატრში დღეს კინოსურათის თაყვანისმცემლები საყვარელ გმირებს კიდევ ერთხელ ნახავენ დიდ ეკრანზე.

ფილმის მთავარი გმირი მაიკლ ჯეი ფოქსი უკან წარსულში დღეს პარკინსონის დაავადებაზე ცნობადობის ამაღლებისა და მისი განკურნვის გზების მოსანახად კვლევების ჩატარებაზე საუბრობს. ფოქსი თავადაც ებრძვის პარკინსონის დაავადებას.

„მაშინ [ფილმის გადაღებისას] რომ გეთქვათ, რომ მომავალში მობილურ ტელეფონებზე უჯრედოვან ბიოლოგიაზე ვისაუბრებდით, არ დავიჯერებდი,“ ამბობს მსახიობი. „რა არის შესაძლებელი მომდევნო 30 წელიწადში? ოპტიმისტი მიწოდეთ თუ გსურთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ 2045 წლისთვის იმ დაავადებებს განვკურნავთ, რომლებსაც დღეს ვებრძვით.“

ფოქსი დღეს თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებასაც დაესწრო, რომლის დროსაც აუდიტორიას მეცნიერებთან და მათ გამოგონებებთან გაცნობის საშუალება მიეცათ. ეს ყველაფერი კი იმის შესატყობად, თუ რა სამეცნიერო სიახლეებს შეიძლება ველოდეთ მომდევნო 30 წლის განმავლობაში.

ფილმის სიუჟეტით დღეს მფრინავი მანქანები უნდა გვყავდეს. ტრილოგიამ ეს პროგნოზი არასწორად გააკეთა, თუმცა სხვა ბევრი ტექნოლოგიური წინსვლა სწორად გათვალა - მაგალითად, ბრტყელ-ეკრანიანი ტელევიზორები, ვიდეო კონფერენციები, თითის ანაბეჭდის ელექტრონული კითხვა, ვიდეო თამაშები, ჰოლოგრამები და ჰოვერბორდები.

XS
SM
MD
LG