ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზერბაიჯანში სამხედრო შვეულმფრენი ჩამოვარდა


საკონტროლო-გამშვები პუნქტი სომხეთს და აზერბაიჯანს შორის
საკონტროლო-გამშვები პუნქტი სომხეთს და აზერბაიჯანს შორის

სააგენტო „როიტერი“, ახალი ამბების სააგენტო „რია“-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობით, სამშაბათს, საწვრთნელი ფრენის დროს, აზერბაიჯანში სამხედრო შვეულმფრენი ჩამოვარდნის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა.

"რადიო თავისუფლება" დამატებით იუწყება, რომ აზერბაიჯანის სასაზღვრო უწყების ცნობით, შვეულმფრენი მანევრების დროს ხიზის რაიონში მდინარე ქარაჰიბათის აეროდრომის მახლობლად ჩამოვარდა.
ავარიის შედეგად ორი პოლკოვნიკი, ხუთი მაიორი, სამი კაპიტანი, ორი ლეიტენანტი და ერთი ჯარისკაცი დაიღუპნენ.

ავარიას გადაურჩა შვეულმფრენში მყოფი ერთი პოლკოვნიკი და კაპიტანი, რომლებიც სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამხედრო შვეულმფრენის ჩამოვარდნის მიზეზებს აზერბაიჯანის სასაზღვრო უწყება და გენერალური პროკურატურა ერთობლივად იძიებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG