ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზერბაიჯანმა კიდევ ათი სომეხი სამხედრო ტყვე გაათავისუფლა


კვირას აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ გასულ თვეს მომხდარი ბრძოლის დროს დატყვევებული, კიდევ ათი სომეხი ჯარისკაცი გაათავისუფლა.

„აზერბაიჯანმა, ევროკავშირის შუამავლობით, სომხური წარმომავლობის 10 ჯარისკაცი გადასცა“, რომელიც 16 ნოემბერს დაატყვევეს, ნათქვამია აზერბაიჯანის სამხედრო ტყვეების საქმეების კომიტეტის განცხადებაში.

ბაქომ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, სომხეთის პრეზიდენტ ნიკოლ ფაშინიანს და ევროსაბჭოს ხელმძღვანელ შარლ მიშელს შორის, 14 სექტემბერს, ბრიუსელში შემდგარი შეხვედრის შედეგად გადაიდგა.

„მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ჟესტი აჩვენებს საერთო ნებას განმტკიცდეს ნდობა, როგორც ამაზე ბრიუსელში ვიმსჯელეთ. ევროკავშირმა ერევნისთვის [ტყვეების] გადაცემის შუამავლობა გასწია“, ნათქვამია მიშელის „ტვიტერის“ შეტყობინებაში.

4 დეკემბერს, რუსეთის შუამავლობით ჩატარებული მოლაპარაკებების კვალდაკვალ, აზერბაიჯანმა ერევანს ათზე მეტი ტყვე უკვე გადასცა, რაც დაძაბულობის შემცირების პირველი კონკრეტული ნაბიჯი იყო გასული თვის ბრძოლის შემდეგ, რომელმაც 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG