ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრია ახალ სასაზღვრო ზომებს ამზადებს


ავსტრიის პარლამენტის შენობა
ავსტრიის პარლამენტის შენობა

დღეს ავსტრიის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყნის საზღვრების დაცვისთვის ახალ ზომებს მიმართავს, თუკი გერმანია ორშაბათს გაკეთებული განცხადების მიხედვით, საიმიგრაციო კონტროლს მართლაც გააძლერებს. ვენა კონკრეტულ ზომებს არ ასახელებს, მაგრამ მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ საუბარია სამხრეთის საზღვრებზე, მათ შორის, იტალიასთან და სლოვენიასთან.

გერმანიის მმართველ კოალიციაში იმიგრაციის კონტროლის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა. კანცლერ ანგელა მერკელის პარტია მიგრანტების მიმართ უფრო შემწყნარებლური პოლიტიკით გამოირჩევა, მაშინ როცა მათი პარტნიორი ბავარიული კოალიცია გაცილებით მკაცრ კონტროლს ემხრობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG