ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრია ქვეყნიდან ოთხ რუს დიპლომატს აძევებს


ავსტრია ოთხ რუს დიპლომატს საერთაშორისო შეთანხმებებისადმი შეუფერებელი საქციელისთვის ქვეყნიდან აძევებს. ამ მიზეზს, ხშირად ჯაშუშობასთან დაკავშირებულ საქმეების დროს ასახელებენ. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეტალები არ გაუსაჯაროებია.

ამ ნაბიჯით, ავსტრიიდან 2020 წლის შემდეგ გაძევებულ რუს დიპლომატთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა, თუმცა უცნობია ეს შემთხვევა წინა სამ შემთხვევასთან თუ არის დაკავშირებული.

ავსტრია, როგორც წესი, ბევრი სხვა ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, რუსი დესპანების გაძევებას ნაკლებად მიმართავს.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ორმა გაძევებულმა დიპლომატმა, რომელიც ავსტრიაში რუსეთის საელჩოში მუშაობდა, ქვეყანა 8 თებერვლამდე უნდა დატოვოს. კიდევ ორი დიპლომატი ვენაში, გაეროს რუსულ მისიაში მუშაობს.

სამინისტრომ დაწვრილებით არ ახსნა დიპლომატების მიერ ჩადენილი საქციელი და პრეს-მდივანმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

კომენტარის თხოვნაზე პასუხი არც რუსეთის საელჩომ გასცა.

ოფიციალურმა პირებმა ანონიმურობის პირობით თქვეს, რომ საქმე ჯაშუშობას ეხება.

2020 წლის აგვისტოში ავსტრიამ კიდევ ერთი რუსი დიპლომატი გააძევა. ავსტრიული მედია იუწყებოდა რომ ის ეკონომიკური ჯაშუშობის საქმე იყო.

რუსეთს შეუძლია სამაგიეროს გადახდის მიზნით ავსტრიელი დიპლომატები გააძევოს, მოსკოვში თორმეტამდე დიპლომატი იმყოფება, მაგრამ ავსტრიაში რუსულ წარმომადგენლობას ბევრი არაფერი დაეტყობა. ამჟამად ავსტრიაში, ევროპულ და გაეროს სხვადასხვა მისიებში, 140-ზე მეტი რუსი დიპლომატია დარეგისტრირებული.

XS
SM
MD
LG