ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალიელები ამონიუმის ნიტრატის მწარმოებელი ქარხნის წინააღმდეგ


ავსტრალიაში, სიდნეის ჩრდილოეთით, 163 კილომეტრით დაშორებული ქალაქიდან, ნიუკასლიდან ამონიუმის ნიტრატის მწარმოებელი ქარხნის გადატანას მოითხოვენ. ქარხანაში, ამონიუმის ნიტრატის იმაზე ოთხჯერ მეტი რაოდენობა ინახება, რაც ბეირუთის პორტში, აფეთქებამდე იყო დასაწყობებული.

ლიბანის ხელისუფლბა, მასიური საწყობის მეპატრონებს, ბრალს სდებს, წლების განმავლობაში, მაღალი რისკის ფეთქებადი მასალის უსაფრთხო მდგომარეობაში შენახვის გამო. ბეირუთში დასაწყობებული მასალის აფეთქებას, მინიმუმ 145 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 000 მეტი კი დაშავდა.

ბეირუთის პორტში, დაახლოებით 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი იყო დასაწყობებული.

შედარებისთვვის, ავსტრალიური კომპანია "ორიკა", კომპანიისვე განცხადებით, ნიუკასლის პორტში მდებარე საწყობში, 6 000 დან 12 000-მდე ტონა ამონიუმის ნიტრატს ინახავს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოსახლეობა სწორედ ამ კომპანიის ობიექტზე დასაწყობებული ქიმიური ნივთიერების ქალაქიდან გატანას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი ნივთიერებების წარმოებისა და შენახვისთვის, დასახლებული ადგილი სრულიად შეუფერებელი გარემოა.

კომპანიის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მარაგი უსაფრთხოების სრული სტანდარტის დაცვით ინახება და საწყობი ცეცხლგამძლეა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG