ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„გვახსოვს ისინი, ვინც დაიღუპა, ვინც სახლი დაკარგა და ვწუხვართ მცირე პროგრესის გამო“ - გაეროს უშიშროების საბჭო


„მიმდინარე კვირაში, 12 წელი გავა მას შემდეგ, რაც 2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტი დაიწყო. გვახსოვს ისინი, ვინც დაიღუპა და ისინი, ვინც საკუთარი სახლი დაკარგა. სინანულს გამოვთქვამთ იმ მცირე პროგრესის გამო, რისი მიღწევაც კონფლიქტის გადასაჭრელად, 2008 წლის 12 აგვისტოსა და რვა სექტემბერის შეთანხმებების შემდეგ მოხერხდა.“ - ამ სიტყვებით იწყება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს წევრი რვა ქვეყნის ერთობლივი განცხადება, რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ.

2008 წლის 8 აგვისტოს ომის შესახებ, გაეროს უშოშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე, 5 აგვისტოს იმსჯელეს. სხდომის შემდეგ, საბჭოს წევრი რვა ქვეყნის - ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთიs, ნორვეგიისა და ირლანდიის წარმომადგენლებმა, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია რუსეთის მოქმედებები. საბჭოს წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესის გამო.

„რუსეთის შეიარაღებული ძალების განგრძობადი ყოფნა საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, ასევე რუსეთის მიერ ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს, ასევე - საერთაშორისო წესრიგის ნორმებს.“ - აღნიშნავენ განცხადების ავტორები.

უშიშროების საბჭოს წევრი რვა ქვეყნის წარმომადგენელი, შეშფოთებას გამოთქვამს პანდემიის დროს, ისედაც უკანონო ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელების გამო და აცხადებს, რომ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ხელისუფლება უარს აცხადებს სამედიცინო ევაკუაცასა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე.

განცხადება პანდემიის დროს წარმოებულ რუსულ პროპაგანდასაც ეხმაურება.

„ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ, რუსეთის მიერ წარმოებული და მიმდინარე დეზინფორმაციის კამპანიის გამო, პანდემიასა და ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე, „სიცოცხლეთა გადამრჩენი“ ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული ყალბი პროპაგანდის გამო“ - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ავტორები მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 12 აგვისტოს დადებული, 6 პუნქტიანი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG