ავსტრალიელების უმრავლესობა აცხადებს, რომ ისინი ერთ-სქესიან ქორწინებას მხარს უჭერენ. ამ კვლევის ფონზე, ავსტრალიის პარლამენტი წლის ბოლომდე უყრის კენჭს ერთ-სქესიანი ქორწინების კანონპროექტს.
ნებაყოფლობით გამოკითხვაში მონაწილეობის მიმღებთაგან 62 პროცენტს - დაახლოებით რვა მილიონ ადამიანს - მიაჩნია, რომ ერთ-სქესიან წყვილებს ქორწინების უფლებას კანონი უნდა აძლევდეს.
გამოკითხვის შედეგი მთავრობას ვალდებულებას არ აკისრებს. მიუხედავად ამისა, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი მალკომ ტურნბული პირობას დებს, რომ მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში პარლამენტს ქორწინების შესახებ ახალ კანონს გაუგზავნის.
Facebook Forum