ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალიის მოსახლეობას გარეთ გასვლას არ ურჩევენ


სინოპტიკოსების ვარაუდით, მოსალოდნელი ციკლონის გამო ქარის სიჩქარე საათში 200 კილომეტრს მიაღწევს

ჩრდილო-დასავლეთ ავსტრალიაში ძლიერ ციკლონს ელოდებიან, რომლის ტრაექტორიაზე შესაძლოა მსოფლიოს უდიდესი შავი ლითონის საბადოებიც მოხვდეს. სინოპტიკოსების ვარაუდით, ქარის სიჩქარე საათში 200 კილომეტრს მიაღწევს.

ციკლონი ქრისტინე სპეციალისტების აზრით, ძლიერ წყალდიდობებსაც გამოიწვევს. ავსტრალიის ხელისუფლებამ ე.წ. „წითელი ფერის განგაში“ გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მოსახლეობა ბინებში უნდა დარჩეს და ოფიციალურად განგაშის გაუქმებამდე შინიდან არ გავიდეს.
XS
SM
MD
LG