ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალია ახლო აღმოსავლეთიდან გარდაცვლილი ტერორისტების ოჯახის წევრებს ქვეყანაში აბრუნებს


ავსტრალიამ ორი დაღუპული ტერორისტული დაჯგუფების რვა შვილი და შვილიშვილი სირიაში, ლტოლვილთა ბანაკიდან იხსნა. პრემიერ-მინისტრის სკოტ მორისონის თქმით მათ ქვეყანაში დააბრუნებენ. ბავშვები ავსტრალიის მთავრობის მეურვეობის ქვეშ იქნებიან.

მედიის ინფორმაციით, მათ შორის არიან დამნაშავედ ცნობილი ტერორისტის ხალედ შარუფის ხუთი შვილი და შვილიშვილი და ისლამისტური დაჯგუფების მებრძოლის იასინ რიზვიჩის სამი შვილი. შარუფი და რიზვიჩი მეუღლეებთან ერთად კონფლიქტის ზონაში დაიღუპნენ.

ბავშვებს დახმარებას აღმოუჩენენ, რათა ქვეყნის ცხოვრებაში ინტეგრირება მოახერხონ. ისინი ავსტრალიის მთავრობის შუამდგომლობით სირიიდან ერაყში გადაიყვანეს.

თვეების განმავლობაში კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ პრემიერ-მინისტრი მორისონი არ იყო მზად პოლიტიკურ რისკზე წასავლელად ტერორისტული დაჯგუფების ოჯახის წევრებთნ დაკავშირებით. ორშაბათს მან განაცხადა, რომ ის ცდილობდა უსაფრთხოების საჭიროებებიდან გამომდინარე, მთავრობის ქმედებები ყურადღების ცენტრში არ მოქცეულიყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG