ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიდნეი ისევ კვამლშია გახვეული


ავსტრალიაში გავრცელებული ხანძრების გამო, ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი სიდნეი, უკვე სამი დღეა კვამლითაა დაფარული. ხანძარი უმეტესად ქალაქის ჩრდილოეთით, ველურ ბუნებაში მძვინვარებს, მაგრამ სქელი კვამლი ქალაქამდე მივიდა და მისი სანაპიროები, თუ მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობები დაფარა.

ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ ჰაერის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესდა და ტოქსიკურ ზღვარს მიაღწია. კვამლი სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება, ასე რომ ამ ეტაპზე ვითარების გაუმჯობესებას არ ელიან. მეხანძრეებს დღეს ახალი სამხრეთ უელსის შტატში 50-ზე მეტი ხანძრის მართვა უწევთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG