ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიეტუვა და ავსტრალია თანამშრომლობას აღრმავებენ ჩინეთის ზეწოლის წინააღმდეგ


გაბრიელიუს ლანდსბერგსი და მარისე პაინე

ავსტრალიის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ოთხშაბათს შეთანხმდნენ, ითანამშრომლონ სტრატეგიულ გამოწვევების კუთხით, განსაკუთრებით ჩინეთის ზეწოლის პირისპირ. ლიეტუვის საგარეო მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა და მისმა ავსტრალიელმა კოლეგამ, მარისე პაინმა შეხვედრა კანბერაში გამართეს.

ავსტრალიელმა ექსპორტიორებმა ათობით მილიონი შემოსავალი დაკარგეს, ჩინეთის მიერ დაწესებული ოფიციალური და არაოფიციალური სავაჭრო ბარიერების შედეგად, იქნება ეს ქვანახშირზე, ღვინოზე, საქონლის ხორცზე თუ სხვა.

ლიეტუვამ უკანასკნელ პერიოდში გადადგა ნაბიჯი და დედაქალაქ ვილნიუსში ტაივანს ახლა უკვე "ტაივანად" მოიხსენიებს და არა ჩინურ "ტაიპეიდ"- ტერმინით რომელსაც სხვა ქვეყნები იყენებენ, რათა პეკინი არ გაანაწყენონ.

„დიდი ხანია ავსტრალია ერთ-ერთი მთავარი მაგალითია იმის, თუ როგორ იყენებს ჩინეთი ეკონომიკას და ვაჭრობას პოლიტიკურ ინსტრუმენტად, და შეიძლება ითქვას იარაღადაც კი“, - თქვა ლანდსბერგისმა.

პეინის განცხადებით, ლანდსბერგისთან მოხდა შეთანხმება, რათა ერთი მიდგომის ქვეყნებმა იმუშაონ საერთაშორისო წესრიგის დასაცავად.

„ჩვენ ვაგზავნით რაც შეიძლება მტკიცე გზავნილს, რომ უარვყოფთ ზეწოლას და ავტორიტარიზმის“, - განაცხადა პეინმა.

31 წლიანი თანამშრომლობის ფონზე, ლიეტუვამ ავსტრალიაში საელჩო გახსნა და კანბერას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევაში, მხარდაჭერა შესთავაზა.

ჩინეთმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ლიეტუვას მოუწოდებს, „ობიექტური ფაქტების მიღებისკენ“ და „ერთი ჩინეთის პრინციპის“ დაცვისკენ. „ერთი ჩინეთის პრინციპი“ გულისხმობს, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია და პეკინის კომუნისტური მთავრობა ერთადერთი ლეგიტიმური მთავრობაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG