ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი ბრიტანეთის პარლამენტთან ახლოს, ცენტრალურ ლონდონში პოლიციის თქმით,ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობას ქონდა ადგილი.

ბრიტანეთის პარლამენტში თანამშრომლებს ამ დრომდე თხოვენ შენობაში დარჩნენ. შეწყდა ასევე მეტროს მოძრაობა. ჯერ-ჯერობით მომხდარის დეტალები უცნობია.

შუახნის მამაკაცმა, პოლიციის ოფიცერი დანით დაჭრა, და მეორე პოლიციელს ესროლა. ამერიკის ხმასთან საუბარში პოლიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შეტევა წინასწარ იყო განზრახული. თავდამსხმელი ჯერ მანქანით ვესტმინსტერის ხიდზე ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. შემდეგ ის პარლამენტისკენ გაემართა და დაცვის თავიდან მოშორებას შეეცადა, რომელიც მის შეჩერებას ცდილობდა.

ამ დრომდე არსებული ცნობებით, თავდასხმის შედეგად დაახლოებით 20 ადამიანი დაშავდა და ოთხი დაიღუპა.

თუ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭება, დიდ ბრიტანეთში ეს პირველი შემთხვევა იქნება 2013 წელს, ლონდონის ქუჩაში, ლი რიგბიზე თავდასხმის შემდეგ. ეს პირველი შემთხვევა იქნება პარლამენტის ტერიტორიაზე, 1979 წლის სისხლიანი ტერაქტის შემდეგ, რომელიც ირლანდიის რესპუბლიკური არმიის მიერ იყო ორგანიზებული და რომელსაც მარგარეტ ტეტჩერის თანაგუნდელი, ეირი ნივი შეეწირა. დაჭრეს, რასაც თავდამსხხმელის მიმართულებით სროლა მოჰყვა. პარლამენტის თანამშრომლებს ამ დრომდე თხოვენ დარჩნენ შენობაში.

XS
SM
MD
LG