ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი NATO-ს შეხვედრას სავარაუდოდ არ დაესწრება


რექს ტილერსონი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, მას შემდეგ რაც მისი თქმით, ის, NATO-ს საგარეო მინისტრების შეხვედრას ბრიუსელში არ დაესწრება. ამასთანავე, აღშფოთება გამოიწვია მისმა განცხადებამ, რომ ის მოკავშირეებთან შეხვედრამდე, აპრილში, რუსეთს ეწვევა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, საქმე განრიგს ეხება. ჟურნალისტის კითხვაზე, რომ წყაროების ინფორმაციით, ვაშინგტონმა ბრიუსელიდან რამდენიმე სავარაუდო თარიღის შეთავაზება მიიღო, პრესსმიკერმა აღნიშნა, რომ მათ განსხვავებული თარიღები შესთავაზეს ბრიუსელს შეხვედრის დასაგეგმად და ელოდებიან ალიანსის პასუხს.

პრეზიდენტმა ტრამპმა NATO-ს, საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში, „მოძველებული“ ალიანსი უწოდა. ის ალიანსის წევრებისგან კოლექტიური თავდაცვისთვის ხარჯების ზრდას მოითხოვს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ტრამპი, მაისში, NATO-ს წევრი ქვეყნების მეთაურების შეხვედრას დაესწრება, ხოლო 12 აპრილს NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უმასპინძლებს.

XS
SM
MD
LG