დღეს, თურქეთის, რუსეთის და ირანის წარმომადგენლები სირიაში უსაფრთხოების ოთხი ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ.
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში შეხვედრისას, სირიის რეჟიმის მოკავშირეების დელეგაციებმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იმ დროს, როცა სირიის ოპოზიციის დელეგაციის ზოგიერთი წევრი, პროტესტის ნიშნად აყვირდა და დარბაზი დატოვა.
შეთანხმების მიხედვით, სირიის სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში უსაფრთხოების ოთხი ზონა შეიქმნება. დეტალები იმის შესახებ, თუ ამ ზონებში მშვიდობა რა გზით მიიღწევა არ გაჟღერებულა.
Facebook Forum