შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის რობერტ გეითსის განცხადებით ჩრდილოეთ კორეის შესახებ ექვსმხრივი მოლაპარაკებები მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება განახლდეს, რაც ფხენიანი პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმას შეწყვეტს. გეითსმა ეს განცხადება დღეს სამხრეთ კორეის დედაქალაქში სეულში გააკეთა. სადაც ის თავის სამხრეთ კორეელ კოლეგასთან შესახვედრად ჩავიდა. ის თავისი ვიზიტის ფარგლებში სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ლიი მუნგ ბაკსაც შეხვდება. მოლაპარაკების მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეის საკითხის და ამასთან დაკავშირებული პრობლემატიკა იქნება.