ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პნომპენში ასეანის სამიტი გაიმართა


ჩინეთის ზღვაზე რეგიონალური დავა გრძელდება

დღეს კამბოჯას დედაქალაქ პნომპენში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების იგივე ასეანის ლიდერთა სამიტი გაიხსნა. სამიტზე მოსალოდნელია, რომ ასეანის ბლოკის10 სახელმწიფო ჩინეთის მიმართ ერთობლივ საპროტესტო განცხადებას შეიმუშავებს. საქმე ეხება სამხრეთ ჩინეთის ზღვის ტერიტორიულ დავას, რაზეც ჩინეთი თავის პრეტენზიას აცხადებს. პეკინი რესურსებით მდიდარ სამხრეთ ჩინეთის ზღვას თითქმის მთლიანად ითხოვს, რაც ვიეტნამის, ფილიპინების, მალაიზიის, ბრუნეის და ტაივანის კანონიერ ინტერესებს ეწინაღმდეგება.

ასეანის სამიტზე ლიდერები ასევე იმსჯელებენ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ადამიანის უფლებებზე და ბირმაში ბუდისტებას და მუსლიმებს შორის მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებაზე, რის შედეგადაც ქვეყანაში 22 ათასი დევნილი გაჩნდა.
XS
SM
MD
LG