ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზია-წყნარი ოკეანის სამიტი კონტრ-ტერორიზმის დაფინანსებას ეძღვნება


ავსტრალია და ინდონეზია აზია-წყნარი ოკეანის სამიტს მასპინძლობენ, რომელიც პირველად ეძღვნება ტერორიზმის დაფინანსებას. სამიტში მონაწილეობას 150 ექსპერტი იღებს ათზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის შეერთებული შტატებიდან და კანადიდან.

ავსტრალიის ფინანსური დაზვერვის სამსახურის ცნობით რეკორდულადაა გაზრდილი ტერორიზმის დაფინანსების საქმეები, რომლებსაც ავსტრალიის ფინანსური დაზვერვის სააგენტო იძიებს. უკანასკნელი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა, სააგენტოს ცნობით რადიკალურ ორგანიზაციებთან კავშირებისთვის ის 530 საქმეს იძიებს.

ავსტრალიის მთავრობის ცნობით, მეთვალყურეობის ქვეშაა 100-მდე ადამიანი, რომლებიც ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი.

XS
SM
MD
LG