ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი კეტრინ ეშტონი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს განზრახული აქვს ვაჭრობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწეროს ხელი ევროკავშირთან. ეს ის გარიგებაა, რომლის შედეგადაც მან გასულ თვეს მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებას მისცა დასაბამი.
ამასთან დაკავშირებით განცხადება ეშტონმა ბრიუსელში გააკეთა, მას შემდეგ რაც კიევში პრეზიდენტ იანუკოვიჩს შეხვდა.
ეშტონმა აღნიშა, რომ პრეზიდენტმა მას ნათლად აუხსნა, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს და რომ უკრაინელმა ლიდერმა ქვეყნის წინაშე მდგარი ეკონომიკური და ფინანსური გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
ევროკავშირის ლიდერმა დასძინა, რომ ეს პრობლემები არამარტო ევროპიდან შესული ინვესტიციებით, არამედ იანუკოვიჩის მთავრობის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური გეგმით დაიძლევა.