ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კამათი ასეანის შეხვედრაზე


10 ქვეყანა სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე დავობს

დღეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების, იგივე ასეანის საგარეო საქმეთა მინისტრების ხუთდღიანი სამუშაო შეხვედრა დაიწყო. მთავარი განსახილველი საკითხი სამხრეთ ჩინეთის ზღვის ტერიტორიული დავაა. ასეანის 10 სახელმწიფოს წარმომადგენელი კამბოჯას დედაქალაქ პნომპენიში შეიკრიბა. სამხრეთ ჩინეთის ზღვაში თევზის რეწვის უზარმაზარი რესურსი და ასევე გაზის და ნავთობის პოტენციური საბადოები არსებობს. ზღვაზე პრეტენზიას ჩინეთი, ტაივანი, ფილიპინები, ვიეტნამი, ბრუნეი და მალაიზია აცხადებენ. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მხარეებს საკითხის მშვიდობიანი გადაჭრისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG