ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაკლებად მომაკვდინებელი ომიკრონი მთავრობებს შეზღუდვების შემსუბუქებისკენ უბიძგებს


სხვა ვარიანტებთან შედარებით ბევრად უფრო გადამდები, მაგრამ ნაკლებად ლეტალური ომიკრონი, ზოგიერთ ევროპულ მთავრობას კოვიდშეზღუდვების შემსუბუქებისკენ უბიძგებს.

ქვეყნების ნაწილი ცდილობს საავადმყოფოების, სკოლების და გადაუდებელი სერვისის მიმწოდებელი სამსახურების მუშაობა შეინარჩუნოს. ევროპის მთავრობები ამსუბუქებენ კოვიდ-19 წესებს, რათა გააგრძელონ საავადმყოფოების, სკოლებისა და სასწრაფო დახმარების სერვისები, რადგან ომიკრონის ბევრად უფრო ინფექციური, მაგრამ ნაკლებად მომაკვდინებელი ვარიანტი ცვლის მათ მიდგომას პანდემიის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ინფექციების რეკორდულ ზრდას პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ამბობს, რომ დროა დაავადების ევოლუციის შეფასება “სხვადასხვა პარამეტრით" დაიწყოს.

საშობაო არდადაგების დასრულების შემდეგ, ქვეყნების დიდი ნაწილი ფიზიკურ კლასებში სწავლას ინარჩუნებს.

მაშინაც კი, როდესაც საფრანგეთი ინფიცირების რეკორდულ მაჩვენებლებს აღრიცხავს, შვიდი დღის საშუალო მონაცემი, დღეში თითქმის 270,000 შემთხვევა, ხელისუფლება სკოლის მოსწავლეებისთვის ტესტირების პროტოკოლს ამსუბუქებს.

ევროპული მთავრობების დიდმა ნაწილმა, პანდემიის პირველ ფაზებში სრული “ლოქდაუნი” დააწესა, რამაც სპეციალისტების გათვლით ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

ახლა ხელისუფლებებს სურთ თავიდან აიცილონ იგივე მდგომარეობის განმეორება. იმ ფონზე, როცა ომიკრონი ნაკლები ადამიანის ჰოსპიტალიზაციის მიზეზი ხდება, განსაკუთრებით იმის გამო, რომ მოსახლების დიდი ან უმეტესი ნაწილი ვაქცინირებულია.

თუმცა, ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ომიკრონი პანდემიის დასრულების იმედის აჩენს. მონაცემები აჩვენებს, რომ ომიკრონის გავრცელება მცირდება სამხრეთ აფრიკაში, სადაც ის მეცნიერებმა თავდაპირველად აღმოაჩინეს.

ჯანდაცვის მოსფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი ფიქრობს, რომ შესაძლოა ომიკრონი პანდემიის ბოლო დიდი დარტყმა იყოს.

“პანდემია არა უზარმაზარი ბუმით, არამედ მცირე ტალღებით სრულდება. რადგან ბევრი უკვე დაინფიცირდა, ან აიცრა. ომიკრონის შემდეგ, ჩვენი შეშფოთების მიზეზი, მხოლოდ მცირე ტალღები თუ იქნება” - აცხადებს “როიტერთან” საუბრისას რაფაელ ბენგოა, ბილბაოს ჯანდაცვისა და სტრატეგიის ინსტიტუტის თანადამფუძნებელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG