სამხრეთ იემენის ქალაქ ტაეზში პოლიციამ ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა.
თვითმხილველთა და ექიმების განცხადებით, პოლიციის მიერ გაშვებული ცრემლსადენის გაზისა და სროლის შედეგად -ათობით დემონსტრანტი დაიჭრა.
მოვლენებს წინ უძღოდა ოპოზიციონერი ლიდერების მოთხოვნა,რომელიც იემენის პრეზიდენტი ალი აბდულა სალეის გადადგომასა და მის ადგილზე ვიცე პრეზიდენტის დანიშვნას ითვალისწინებდა.
აღსანიშნავია,რომ სალეი 32 წელია იემენს მართავს და მისი ბოლო საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს იწურება.
ოპოზიციის ლიდერების მოთხოვნით, მას მერე რაც სალეი გადადგება - ხელისუფლებაში ექვსი თვით დროებითი მთავრობა უნდა მოვიდეს, რომელიც რეფორმების გატარებასა და ახალი საპრეიზდენტო არჩევნების დანიშვნაზე იზრუნებს.