ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარუმატებელი რუსული კოსმოსური პროექტი


წარუმატებელი რუსული კოსმოსური პროექტი

165-მილიონიანი რუსული მისია პლანეტა მარსის ე.წ. „მთვარეზე“, რომელსაც ნიადაგის ნიმუშები უნდა ჩამოეტანა, წარუმატებლად დასრულდა

რუსული კოსმოსური ხომალდის ნარჩენები წყნარ ოკეანეში, ჩილეს სამხრეთ სანაპიროსთან, ჩამოვარდა. 14-ტონიან უპილოტო ხომალდს გეზი მარსის თანამგზავრისკენ ეჭირა, მაგრამ გაუმართაობის გამო დედამიწის ორბიტას ვერ გასცდა და რუსი ოფიციალური პირების ცნობით რამდენიმე საათის წინ ატმოსფეროში შემოვიდა.

რუსული სააგენტოს „როსკოსმოსის“ ვარაუდით დედამიწაზე ხომალდის მხოლოდ 200-კილოგრამიანი დეტალი უნდა ჩამოვარდნილიყო. ხომალდის დიდი ნაწილი, კერძოდ კი 11 ტონა ტოქსიკური საწვავი ატმოსფეროში შემოსვლამდე დაიწვებოდა. აღნიშნული შეტყობინება რუსეთის სამხედრო სამსახურებმა გაავრცელეს. „როსკოსმოსი“ ჩილეს სანაპიროსთან ხომალდის ჩამოვარდნის შესახებ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

9 ნოემბერს გაშვებული 165-მილიონიანი რუსული მისია პლანეტა მარსის ე.წ. „მთვარეზე“, რომელსაც ნიადაგის ნიმუშები უნდა ჩამოეტანა, წარუმატებლად დასრულდა. შეგახსენებთ, გასულ აგვისტოს რუსეთში ასევე კრახით დამთავრდა კოსმოსური სატვირთო ხომალდის გაშვება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, რომელიც მაშინ ციმბირის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

XS
SM
MD
LG