ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული კოსმოსურ ხომალდს არგენტინის ნაპირებთან ელიან


რუსული კოსმოსურ ხომალდს არგენტინის ნაპირებთან ელიან

ხომალდი დედამიწის ორბიტაში გაიჭედა, მას შემდეგ, რაც კომპიუტერული სისტემა მწყობრიდან გამოვიდა.

რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, მარსის გრუნტის გამოსაკვლევი აპარატი შესაძლოა არგენტინის სანაპიროსთან ატლანტის ოკეანეში ჩავარდეს. როსკომოსი მანამდე ვარაუდობდა რომ კოსმოსური აპარატი შესაძლოა წყნარ ოკენეში ჩავარდნილიყო.

სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ კოსმოსური ხომალდის ნაწილები შესაძლოა კვირას ან ორშაბათს დედამიწის ზედაპირზე დაეცეს. 13 ტონიანი ხომალდი კოსმოსში ნოემბერში გაუშვეს და მის მიზანს მარსის გამოკვლევა წარმოდგენდა. თუმცა, ხომალდი დედამიწის ორბიტაში გაიჭედა, მას შემდეგ, რაც კომპიუტერული სისტემა მწყობრიდან გამოვიდა.

XS
SM
MD
LG