ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა: "ომის ტალღა უკან იხევს"


ობამა: "ომის ტალღა უკან იხევს"
ობამა: "ომის ტალღა უკან იხევს"

ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ერაყში ამერიკის სამხედრო კამპანიის დასრულების შემდეგ, ავღანეთში მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობა რეალურია..

პრეზიდენტმა ეს განცხადება თეთრ სახლში დღეს, 22 ივნისს გააკეთა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეული რთული იყო ამერიკისთვის. ამ პერიოდში, ერაყში 4, 500 ამერიკელი დაიღუპა, ავღანეთში კი 1500.

მან აღიარა, რომ ამერიკის ჩართულობამ ამ ომებში ბევრს კითხვები გაუჩინა და დასძინა, რომ არაერთ ადამიანს სურს ამერიკას უარი ათქმევინოს მის პასუხისმგებლობაზე-იყოს წამყვანი ძალა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ამერიკელმა ლიდერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავისუფლებას და კეთილდღეობას იცავს სხვა ხალხებისთვის მსგავსი შესაძლებლობის მინიჭების ხარჯზე და სწორედ ამიტომ უჭერს ის მხარს რევოლუციებს, რომლებიც არაბულ სამყაროში მიმდინარეობს.

ნახეთ ჩვენი ფოტო-გალერეა, სადაც საშუალება გექნებათ ქრონოლოგიურად მიადევნოთ თვალი ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს:

XS
SM
MD
LG