ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ ბრიტანეთის პარლამენტს მიმართა


ობამამ ბრიტანეთის პარლამენტს მიმართა

ოთხშაბათს, ბარაკ ობამამ დიდი ბრიტანეტის პარლამენტის ორივე პალატას მიმართა. ამერიკელმა ლიდერმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს. მან ეჭვის ქვეშ დააყენა ის არგუმენტი, თითქოს ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის გავლენა მსოფლიოში იკლებს და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ლიდერობის დრო სწორედ ახლაა.

პარლამენტში გამოსვლამდე, ობამა დაუნინგ სტრიტზე ბრიტანეთის პრემიერს დევის კამერონს ხვდებოდა. შეხვედრის უდიდესი ნაწილი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს და ლიბიაში ნატოს სამხედრო კამპანიით მშვიდობიანი პირების დაცვის სტრატეგიას დაეთმო.

კამერონი დაეთანხმა ობამას იმაში, რომ ლიბიაში რეჟიმის ცვლილება არ წარმოადგენს გაეროს სანქცირებულ მისიას, მაგრამ მშვიდობიანი პირების დაცვა შეუძლებელი იქნება მუამარ კადაფის ხელისუფლების სათავეში ყოფნის პირობებში.

ორი ქვეყნის ლიდერი ამ საკითხს კვლავ განიხილავს დიდი რვიანის სხვა ლიდერებთან ერთად. უმაღლესი დონის შეხვედრა საფრანგეთის ქალაქ დოვილში ხუთშაბათს იწყება.

XS
SM
MD
LG