ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საგანგებო ყრილობა ჩრდილოეთ კორეაში


11 აპრილს პარტიის გენერალურ მდივნად სავარაუდოდ კიმ ჩენ ინს აირჩევენ

ორშაბათს ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა განცხადება საგანგებო მოწვევის ყრილობის შესახებ გააკეთეს. 11 აპრილს პხენიანში დაგეგმილი მმართველი მუშათა პარტიის შეკრება გახმაურებული სატელიტის გაშვებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე ჩატარდება.

ანალიტიკოსების თქმით ყრილობის დელეგატები ქვეყნის ლიდერს, კიმ ჩენ ინს ამჯერად უკვე ოფიციალურ სტატუსს მიანიჭებენ და პარტიის გენერალურ მდივნად აირჩევენ. პოსტს მანამდე კიმ ჩენ ინის მამა, კიმ ჩენ ირი ფლობდა, რომელიც გასული წლის დეკემბერში გარდაიცვალა. პხენიანის განცხადებით სატელიტის გაშვება კიმ ჩენ ინის ბაბუის - კიმ ირ სენის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად მოხდება. კიმ ირ სენი კომუნისტური კორეის დამაარსებლად ითვლება.

სატელიტის გაშვებას შეერთებულ შტატებთან ერთად სამხრეთ კორეა, რუსეთი და იაპონია ეწინააღმდეგება. პხენიანის ტრადიციული პარტნიორი, ჩინეთიც კი უკმაყოფილებას გამოთქვამს აპრილის შუა რიცხვებში დაგეგმილი გაშვების გამო. აღნიშნული ფაქტი "ღრმად შემაშოთებელია" აცხადებს გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი.

XS
SM
MD
LG