ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა საგანგებო დახმარებას მოითხოვს


Congress
Congress

პრეზიდენტი ობამას აზრით,დამატებითი დახმარების გამოყოფა სასწრაფო და გარდაუვალია

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეერთებული შტატების კანონმდებლებს მოუწოდა, დაახლოებით 50 მილიარდი დოლარი საგანგებო დახმარების სახით შტატებისა და ადგილობრივი მთავრობების დასახმარებლად გამოჰყონ.

შაბათს ბატონმა ობამამ კონგრესში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების ლიდერებს წერილით მიმართა, რომელშიც მან აღნიშნა, რომ საბიუჯეტო დანახარჯების შემცირებამ გამანადგურებელი ეკონომიკური გავლენა მოახდინა ცალკეულ შტატებსა ად ადგილობრივ ხელისუფლებაზე. მან აღნიშნა, რომ საგანგებო ფინანსური დახმარების გამოყოფა აუცილებელია მასწავლებლების, პოლიციელებისა და მეხანძრეების მასიური დათხოვნის თავიდან აცილების მიზნით.

პრეზიდენტმა დაიცვა გასულ წელს მიღებული ეკონომიკის მასტიმულირებელი პაკეტი და განაცხადა, რომ დამატებითი დახმარების გამოყოფა სასწრაფო და გარდაუვალია. მან აღნიშნა, რომ გასული 18 თვის მანძილზე ეკონომიკური ზრდა აღსდგა, მაგრამ მთავრობამ კვლავინდებურად ყველა ღონე უნდა იხმაროს ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

შეერთებული შტატების მზარდი დავალიანების გამო კონგრესის ზოგიერთი წევრი შეშფოთებას გამოთქვამს.

წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა მაიკ პენსმა დღეს ტელეარხ სი-ენ-ენთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ კანონმდებლებმა ხარჯების ახალი პაკეტის დამტკიცების მაგივრად, უნდა შეამცირონ ეროვნული დეფიციტი და გადასახადები.

XS
SM
MD
LG